უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 27-ვე დრონი გაანადგურეს

47
spot_img

რუსმა სამხედროებმა წუხელ, უკრაინას Shahed-ის ტიპის 27 დრონით შეუტიეს, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა მათგანი გაანადგურა, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საჰაერო ძალებში განმარტავენ, რომ 15 მარტის ღამეს ოკუპანტებმა ხარკოვისა და დონეცკის ოლქებს S-300/S-400 ტიპის 7 საზენიტო მართვადი რაკეტით დაარტყეს, პოლტავის ოლქს – X-59 მართვადი რაკეტით და უკრაინის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილს Shahed-ის ტიპის 27 უპილოტო საფრენი აპარატით.

უკრაინელებმა “შაჰედები” კიროვოგრადის, მიკოლაივის, ხარკოვის, ხერსონის, ხმელნიცკის, ვინიცას და კიევის ოლქებში ჩამოაგდეს.