“უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი ამ გაზაფხულსა და ზაფხულში გადაწყდება” – ჯოზეფ ბორელი

94
spot_img

უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი ამ გაზაფხულზე და ზაფხულში გადაწყდება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინისათვის მხარდაჭერის ახალი პაკეტის უზრუნველყოფა გადაუდებელი აუცილებლობაა.

როგორც ბორელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი გზავნილი აშშ-ის პოლიტიკოსებისთვის იყო – „რისი გაკეთებაც აუცილებელია, სწრაფად უნდა გაკეთდეს“.

„ჩვენ უნდა დავაჩქაროთ, უნდა გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა, გავაკეთოთ მეტი და სწრაფად, ამიტომ ვზრდით სამრეწველო თავდაცვის შესაძლებლობებს. ეს ასევე ეხება აშშ-ს. მომდევნო თვეები იქნება გადამწყვეტი. ბევრი ანალიტიკოსი ელოდება რუსეთის მთავარ შეტევას ამ ზაფხულს და უკრაინა ვერ დაელოდება აშშ-ის მომდევნო არჩევნების შედეგებს“, – განაცხადა ბორელმა.

ამასთან, ბორელმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კომფლიქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-მ მეტი ზეწოლა უნდა მოახდინოს ისრაელზე, რაღა მეტი დახმარება დაუშვას ღაზის სექტორში.

„ჩვენ ველით, რომ აშშ-ის მთავრობა გააგრძელებს და უფრო მეტ ზეწოლას განახორციელებს ისრაელზე, რათა გახსნას საზღვრები და არ შეაფერხოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ჩვენ გავზარდეთ ჰუმანიტარული მხარდაჭერა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ფაქტი, რომელიც ყველამ აღიარა, არის ის, რომ ისრაელის მთავრობა აშკარად აფერხებს ჰუმანიტარულ წვდომას“, – განაცხადა ბორელმა.