,,უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე დასავლეთის სურვილი ოფიციალურად დაფიქსირდა”- ლავროვი

35
spot_img

უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე დასავლეთის სურვილი ოფიციალურად დაფიქსირდა, არაოფიციალურად კი, ისინი დიდი ხანია იქ არიან, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ანტალიაში გამართულ დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა.

„ჯარების გაგზავნის სურვილი უკვე ოფიციალურად დაფიქსირდა, არაოფიციალურად ისინი იქ არიან. ამ ინსტრუქტორების გარეშე უკრაინის ეგრეთ წოდებული შორეული იარაღის გამოყენება რუსეთის ქალაქების წინააღმდეგ ვერ მოხდებოდა, ეს ყველას კარგად გვესმის. ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს“, – განაცხადა ლავროვმა. 

გარდა ამისა, ფორუმზე ლავროვმა თქვა, რომ უკრაინის რამდენიმე თავდასხმა რუსეთის სტრატეგიულ აეროდრომებზე ამერიკელი სპეციალისტების მონაწილეობის გარეშე ვერ მოხერხდებოდა.

ინფორმაციისთვის, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზში გამართულ კონფერენციაზე ლიდერებმა  დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა განიხილეს, მაგრამ ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.