უკრაინაში ინსტრუქტორის ან დაქირავებულის სტატუსით მყოფი ნებისმიერი ფრანგი ჯარისკაცი რუსეთის ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს – ლავროვი

11
spot_img

უკრაინაში ინსტრუქტორის ან დაქირავებულის სტატუსით მყოფი ნებისმიერი ფრანგი ჯარისკაცი რუსეთის ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„რაც შეეხება ფრანგი ინსტრუქტორების საკითხს, მე მაქვს საფუძველი ვიფიქრო და ბევრი კონკრეტული ფაქტი არსებობს, რომ ისინი უკრაინაში უკვე მუშაობენ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან ისინი, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამხედროები თუ უბრალოდ დაქირავებულები, ისინი ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის ლეგიტიმურ სამიზნეებს წარმოადგენენ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

შეგახსენებთ, სააგენტო Reuters-მა ფრანგ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ შესაძლოა, საფრანგეთმა უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს გამოაცხადოს.