ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, უკრაინამ ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა დაიწყო. ამერიკულ მედიას ინფორმაცია ნატოსა და ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის დაზვერვის ანონიმურმა წყაროებმა მიაწოდეს.
CNN ასევე წერს, რომ კახოვკის კაშხლის აფეთქებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს უკრაინის არმიის გეგმებს. სამხედრო დანაყოფებს გაუჭირდებათ იერიშების განხორციელებისას მდინარე დნეპრის გადალახვა, ასევე კატასტროფის გამო უკრაინის ძალების ნაწილი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთო.