უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები კიდევ ერთხელ გაცვალეს.
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 42 სამხედრო მოსამსახურე და 2 სამოქალაქო პირი დაიბრუნა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განმარტებით, ეს სამხედროები მარიუპოლის, „აზოვსტალისა“ და ხერსონის ოლქის დაცვაში მონაწილეობდნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, უკრაინელთა ტყვეობიდან 40 რუსი სამხედრო გათავისუფლდა. ისინი უკვე სამშობლოში იმყოფებიან.