“უკრაინა ყურადღებით აკვირდება მათ, ვინც ვლადიმერ პუტინს ე.წ. გამარჯვებას ულოცავს” – ალექსეი დანილოვი

94
spot_img

უკრაინა ყურადღებით აკვირდება მათ, ვინც ვლადიმერ პუტინს არჩევნებში ე.წ. გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისა საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

„ჩვენ ახლა ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, ვინ მიესალმება „პრეზიდენტ“ პუტინის ე.წ. გამარჯვებას. საკმაოდ საინტერესო სიაა. არსებობს გაგება, ვინ რა ინტერესებით ხელმძღვანელობს ამ დროს და ვის რა ინტერესები აქვს იმაში, რომ მიესალმოს ამ თანამედროვე ჰიტლერის თითქოსდა ხელახლა არჩევას“, – განაცხადა დანილოვმა.

როგორც დანილოვმა აღნიშნა, ბევრ ქვეყანას ავიწყდება, რომ „ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს“.