უკრაინა არასოდეს გამოიყენებს პარტნიორების იარაღს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ დასავლელ პარტნიორებთან გამართულ ერთობლივ პრეს კონფერენციაზე განაცხადა.
„უკრაინა არასოდეს გამოიყენებს პარტნიორების იარაღს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე. მას მხოლოდ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე გამოვიყენებთ. რაც შეეხება ჩვენი მტრების A-50-ებისა და სხვა თვითმფრინავების ჩამოგდებას, ეს უკრაინისა და ჩვენი პარტნიორების ალიანსის შედეგია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ევროპელი ლიდერები კიევს გუშინ, უკრაინაში რუსეთის სრულ მასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავზე სტუმრობდნენ.