ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ დედამ გიული ალასანიამ მოინახულა.
ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკიდურესად სუსტად არის.
ამასთან, ალასანია პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მათ საქართველოს მხრიდან დაბრკოლებები ექმნებათ.
„ჩემი ხედვით უარესი და უარესი მდგომარეობაა. ყოველი მისი წამოდგომა არის ჩემთვის გულის ფრიალი, იმიტომ, რომ თვალწინ მიდგება მისი დავარდნა და ეს ყოველ წუთს შეიძლება განმეორდეს. უკიდურესად სუსტად არის, რაღაც ჩონჩხი, ოსვენციმის კადრები თვალწინ გიდგება, რომ უყურებ ადამიანს.
რაც შეეხება სტრასბურგს ველოდებით, რაღაც პერიოდია საჭირო, უნდა გავიდეს. პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით მე პირადად არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ძალიან მიკვირს იმიტომ, რომ სამი თვე გავიდა და რა გახდა ბოლოს და ბოლოს ასეთი მოუწესრიგებელი, არ ვიცი, არ მესმის. როგორც ჩანს აქედან დაბრკოლებებია სერიოზული“, – აცხადებს გიული ალასანია.