“უბინძურესი სპეკულაციაა, რომ ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე ილია დარჩიაშვილი ლავროვთან ერთად ზის” – მდინარაძე

12
spot_img

ეუთოს ფორმატში სხვადასხვა სახელმწიფოს, მათ შორის ოკუპანტი სახელმწიფოს ლიდერიც ზის ხოლმე და სამწუხაროა ის, რომ ოკუპირებული სახელმწიფოს წარმომადგენელსაც უწევს იქ ყოფნა. თუმცა ამ ფორმატს როგორ იყენებ, რა გზავნილებს ახმოვანებ, რა პრაგმატული და ეროვნული საკითხები შეიძლება გადაწყდეს, ეს მეორე საკითხია, მაგრამ აბსოლუტურად უბინძურესი სპეკულაციაა, რომ დარჩიაშვილი ლავროვთან ერთად ზის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუხცადა.

„მაშინ როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ცივილიზებული სამყაროს ძალიან ბევრი ქვეყანა იქ არის წარმოდგენილი პირველი პირების დონეზე, და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს აკრიტიკებენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის. ეს არის გასროლილი ერთ-ერთი ნეგატიური გზავნილი, რათა კიდევ ვიღაცები დაარწმუნონ, რომ ლავროვთან ერთად ჩადის და ლავროვი რომ არ იყოს იქ, არ ჩავიდოდა დარჩიაშვილი. ეუთოს ფორმატი ითვალისწინებს იმ ადამიანების დასწრებას, ვინც ამ ფორმატში იღებს მონაწილეობას, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ დროს, მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი მონაწილეობდა არა მხოლოდ ლავროვთან, არამედ პუტინიც მონაწილეობდა. მაშინ ჩვენ უნდა ვიძახოთ, რომ პუტინთან ერთად დაჯდა სააკაშვილი, მაგრამ ამას ხომ არ ვაკრიტიკებთ? ეს ჩვეულებრივი ამბავია: ეუთოს ფორმატში სხვადასხვა სახელმწიფოს, მათ შორის ოკუპანტი სახელმწიფოს ლიდერიც ზის ხოლმე და სამწუხაროა ის, რომ ოკუპირებული სახელმწიფოს წარმომადგენელსაც უწევს იქ ყოფნა. თუმცა ამ ფორმატს როგორ იყენებ, რა გზავნილებს ახმოვანებ, რა პრაგმატული და ეროვნული საკითხები შეიძლება გადაწყდეს, ეს მეორე საკითხია, მაგრამ აბსოლუტურად უბინძურესი სპეკულაციაა, რომ დარჩიაშვილი ლავროვთან ერთად ზის“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ჩრდილოეთ მაკედონიაში დღეს ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომა იხსნება. სხდომაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც მონაწილეობს, რომელიც დელეგატებს სიტყვით მიმართავს.