კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი თურქი კოლეგა, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უახლოეს მომავალში ერთმანეთს შეხვდებიან, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმებული არაა თუ როდის და სად გაიმართება შეხვედრა.
როგორც მედია წერს, პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ერდოღანს სიტყვებით „ძვირფასო მეგობარო“ მიულოცა.
“ოფიციალურმა ანკარამ დიპლომატიური ბალანსი აირჩია მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა. თურქეთი უპირისპირდება დასავლურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ მაშინ, როცა ინარჩუნებს ახლო კავშირებს როგორც მოსკოვთან, ისე კიევთან”, – წერს “როიტერსი” და იქვე ხაზს უსვამს, რომ თურქეთმა რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლა და აგრეთვე, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას შუამავლობდა.