“წევრ ქვეყნებს უკრაინისთვის ჭურვების შეძენა ევროკავშირს გარეთაც შეუძლიათ” – ჯოზეფ ბორელი

37
spot_img

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინისთვის შეუძლიათ ჭურვების შეძენა ევროკავშირს გარეთ. აცხადებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირი უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი.

ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ევროკავშირის წევრების ქვეყნების საგარეო საქმეთა დეპარტამენტების ხელმძღვანელები ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, თუ როგორ გაზარდონ საარტილერიო ჭურვების მიწოდება უკრაინისთვის.

ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს გასული წლიდან აქვს მექანიზმი, რომლის მიხედვითაც შემუშავდა 60 ჩარჩო კონტრაქტი მრეწველობაში საარტილერიო ჭურვების შეკვეთისთვის და ეს კონტრაქტები ასევე უზრუნველყოფილია დაფინანსებით.

„თუ ვინმეს შეუძლია ამ საბრძოლო მასალის მიწოდება უფრო სწრაფად, იაფად და მარტივად, არანაირი შეზღუდვა არ არსებობს“, – ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა.