ცეცხლოვანი მუსტანგი, რომელსაც მალე შევაკეთებთ, ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს კორუფციას -მამუკა ხაზარაძე

62
spot_img

ცეცხლოვანი მუსტანგი, რომელსაც მალე შევაკეთებთ, ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს კორუფციას, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას საქართველოს მასშტაბით. მე როგორც დავპირდი ჩემს მოქალაქეებს, ცეცხლოვანი მუსტანგი, რომელსაც მალე შევაკეთებთ, ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს ამ ქვეყანაში კორუფციას, ნეპოტიზმს, „ოცნების“ მიერ გაჩერებულ პროექტებს და ნამდვილ ცეცხლს დაანთებს, მუშაობის, შენების, მშენებლობის და ჩვენი ქვეყნის გამოყვანის, ამას მე გპირდებით. შესაბამისად, დადგება ეს მომენტი. ეს მომენტი შეიძლება, დადგეს ზაფხულში ან შემოდგომაზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.