ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციის კვოტით წარდგენილი მოადგილის თანამდებობა უქმდება

168
spot_img

ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც პირი ცესკოს პარტიულ წევრთაგან ინიშნება და რომელიც საკუთრივ ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

ეს სიახლე უკვე ასახულია პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებების პროექტში.

„არც ერთ დემოკრატიულ სისტემაში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე პარტიული ნიშნით არჩეული არ არის. ეს არის მახინჯი პრაქტიკა, რომელიც გარკვეული შეთანხმების შედეგი იყო და რომელმაც რეალურად აჩვენა, რომ ეს სამართლებრივად გაუმართავია. ამიტომ ამ სიმახინჯის აღმოფხვრის გადაწყვეტილება მივიღეთ. კანონმდებლობაში აისახება ის, რაც სამართლებრივად გამართული უნდა იყოს. ამაზეც ჩვენ ვენეციის კომისიას ვეკითხებით და ვნახავთ, როგორი იქნება მათი დასკვნა“, – ეს განცხადება კი გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.