წესით მას მოუწევს ციხეში გადაყვანა, რადგან სამკურნალო არაფერი აღარ დარჩა -გურამ მაჭარაშვილი – მიხეილ სააკაშვილზე

46
spot_img

“წესით მას მოუწევს ციხეში გადაყვანა, რადგან სამკურნალო არაფერი აღარ დარჩა”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულება, არამედ საერთაშორისო სასამართლო ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი არის დამნაშავე.

“სუბიექტურად დაინტერესებული ადამიანებიც კი ვერ უარყოფენ იმას, რომ ამ ადამიანის მიმართ, არათუ წამების მსგავსი, ან არაადეკვატური მოპყრობა იყო, არამედ მას თავიდან ბოლომდე მკურნალობდნენ სწორად. უბრალოდ, ის იქცეოდა არაადეკვატურად. ფაქტი, ფაქტად რჩება, რომ არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულება, არამედ საერთაშორისო სასამართლო ამბობს, რომ ის არის დამნაშავე. რაც ყველაზე მთავარია, ქართულმა საზოგადოებამ იცის, მათ შორის მისმა ამომრჩეველმაც კი, რომ ის დანაშაულებრივი სისტემის შემოქმედია. მთავარია, პატიმარი სააკაშვილი უნდა იყოს იქ, სადაც უნდა იყოს და წესით მას მოუწევს ციხეში გადაყვანა, რადგან მას სამკურნალო არაფერი აღარ დარჩა”, – აცხადებს მაჭარაშვილი.