ცდილობენ ე.წ. მესამე ძალა შექმნან – ჩახდილები, „ლუზერები“ და ხელმოცარული რადიკალები გააერთიანონ და სათავეში გვარამია ან სალომე ჩაუყენონ – ზარქუა

24
spot_img

ცდილობენ ახლა ე.წ. მესამე ძალა შექმნან – ჩახდილები, „ლუზერები“ და ხელმოცარული რადიკალები გააერთიანონ და სათავეში გვარამია ან სალომე (ზურაბიშვილი) ჩაუყენონ,- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა.

მისი თქმით „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი გამოსდის და ამიტომ ყალიბდება ახალი ძალა.

„მელია, გილოცავ! როგორც იქნა, ჩამოყალიბდი და გაემიჯნე „ხაბეს“, რომელმაც ჩამოგაგდო. ამდენი ხანი კალკულატორებზე და საწერ-კალმებზე დაობდით თუ მეტი სხვა რა იყო? ეს ხუმრობით, მათი შიდა თემაა, მაგრამ კიდევ ერთხელ აჩენს ეს მათ მიდგომებს და ხელწერას. ერთმანეთს მოუწყვეს რევოლუცია, საბოტაჟით, გადაბირებით, ჩანაწერებით ებრძოდნენ ერთმანეთს და ესენი რომ ხელისუფლებაში მოუშვა, ღმერთმა არ დაუშვას. უფრო მეტიც, აგერ, მათი სატელიტი NDI არ უშვებს უკვე, ხაზი გადაუსვა იმით, რა კვლევებიც გამოაქვეყნა, წარმოიდგინეთ, რასთან გვექნება საქმე, დაღუპავენ ქვეყანას! ამიტომაც არიან იქ, სადაც არიან. „ხაბე“, გამაგრდი!

შთაბეჭდილება მრჩება, რომ უხილავი ხელი, რომელიც ამ პროცესებს მართავს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მათ შორის ის გუნდი, რომელიც ჩვენ მიგვათრევდა ომისკენ, ცდილობს, რომ ეს მელია, ხელმოცარულები და „ლუზერები“ ვინც არიან, ჩახდილებთან ერთად გააერთიანონ და შექმნან თითქოსდა მესამე ძალა. არ გამოვრიცხავ ამას ჩაუყენონ ე.წ. პრეზიდენტი, რომელსაც ნებართვა არ აქვს და მაინც დაფრინავს და დადის, ვის ხვდება, რატომ ხვდება? საზიანო განცხადებებს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვთქვით და ბოდიში მოვიხადეთ, რომ ქართველ ხალხს და საზოგადოებას თავს მოვახვიეთ და ავარჩევინეთ ქალბატონი სალომე. სავარაუდოდ, მომავალ წელს გადადგება, ჩაუდგება სათავეში ამ მოძრაობას და ჰგონიათ, რომ მესამე ძალაა იმიტომ, რომ “ნაცები” და “ხაბე” უკვე დაივიწყეს, არ გამოსდით არაფერი – ერთი, ორი, სამი მცდელობა და ისიც დაიღალა ეტყობა უკვე, ვინც აფინანსებდნენ, ჩარეცხილია ის პარტია და ცდილობენ ახლა ე.წ. მესამე ძალა შექმნან – ჩახდილები, “ლუზერები” და ხელმოცარული რადიკალები გააერთიანონ და სათავეში გვარამია ან სალომე ჩაუყენონ. ესაა ამათი სცენარი! მომავალ არჩევნებზე ქართველი ხალხი დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ეს ნიშნავს, რომ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, მშვიდობა, ეკონომიკურ კეთილდღეობაზე აქცენტირება, ევროპული პერსპექტივა და დამარცხდებიან ომის პროპაგანდისტები, ანარქისტები, ჩახდილები, ხელმოცარულები, დაე, იყოს ასე!”- განაცხადა ზარქუამ.