“წარმოუდგენელია ნიკა გვარამიასთან პროდასავლური პარტია, პროდასავლური კოალიცია არ განიხილავდეს თანამშრომლობას” – ხაბეიშვილი

310
spot_img

ლევან ხაბეიშვილმა ნიკა გვარამიას პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობაზე ისაუბრა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის წარმოუდგენელია, პროდასავლურმა ძალებმა გვარამიასთან თანამშრომლობა არ განიხილონ.

„ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ბიძინა ივანიშვილის და არა ოპოზიციის წინააღმდეგ უნდა ბრძოლა, ცხადია, კარი არის ღია. არავის გარიყვას პროცესიდან არ ვაპირებთ, უბრალოდ კონკრეტულმა ადამიანებმა უნდა გადალახონ გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები. წარმოუდგენელია ნიკა გვარამიასთან პროდასავლური პარტია, პროდასავლური კოალიცია არ განიხილავდეს თანამშრომლობას. მას ბრძოლის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. გარკვეულ ფორმატში მასთან თანამშრომლობა, ურთიერთობა მოგვიწევს“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

„მე მგონია, რომ საკუთარი თავი ამოვწურე წამყვანის მაგიდასთან, ვფიქრობ, რომ ჩემი ადგილი ამ წუთას არის იქ, სადაც პოლიტიკური მეთოდებით შეიძლება ბრძოლა“, – ამის შეასხებ ნიკა გვარამიამ განაცხადა.