„ცაჰალი“ ღაზის უდიდეს საავადმყოფოში შევიდა – ისრაელ-„ჰამასის“ ომის მე-40 დღე

112
spot_img

ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს. თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში შევიდნენ, რომელიც ანკლავის მთავარი ჰოსპიტალია.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, კომპლექსში 4100 ადამიანი იმყოფება. ისრაელის ძალებმა შტურმით აიღეს ასევე პარლამენტი, სამთავრობო კომპლექსი და პოლიციის შტაბბინა. მათ კონტროლი დაამყარეს ალ-შატის ლტოლვილთა ბანაკზეც.

საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა თელ-ავივშიც. თავდაცვის სისტემამ „ჰამასის“ მიერ ნასროლი რაკეტები გაანეიტრალა. რაკეტების ნამსხვრევები დასახლებულ რაიონებში ჩავარდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.