თურქეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.
14 აგვისტოს ჰათაის პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურამ 50 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 6 თებერვლის მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში, რეკორდულად მაღალი ტემპერატურის ფონზე, ადგილობრივი მოსახლეობა სასმელი წყლის დეფიციტს განიცდის.
თურქეთის სხვადასხვა რეგიონში 48 გრადუსი სიცხეა. ქვეყნის მეტეოროლოგთა განმარტებით, უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა საშუალო სეზონურ მაჩვენებელზე 6-10 გრადუსით მაღალი იქნება.