თურქეთში, ეგვიპტესა და ლიბანში მაკდონალდსის ობიექტებს თავს დაესხნენ

151
spot_img

თურქეთში, ეგვიპტესა და ლიბანში მაკდონალდსის სწრაფი კვების ობიექტებზე თავდასხმების სერია განხორციელდა მას შემდეგ, რაც სწრაფი კვების ამერიკულმა ქსელმა ისრაელის სამხედრო პერსონალის უსასყიდლოდ გამოკვების ინიციატივის შესახებ განცხადება გაავრცელა. ამის შესახებ NEXTA Live იუწყება.

მაკდონალდსის ისრაელის ფილიალმა გამოაცხადა, რომ მზადაა ისრაელელ სამხედროებს უფასო საკვები მიაწოდოს. ამის საპასუხოდ კი მუსლიმურ ქვეყნებში მაკდონალდსის ფილიალებმა განაცხადეს, რომ 3 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფენ ღაზას სექტორში პალესტინელების მხარდასაჭერად.