თურქეთის მიერ მონტრეს კონვენციის დაცვა, ნატო-ს ქვეყნებს უკრაინისთვის შავი ზღვის გავლით სამხედრო დახმარების მიწოდების საშუალებას არ აძლევს, – ამის შესახებ თურქეთში აშშ-ის ელჩმა, ჯეფ ფლეიკმა განაცხადა.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, სამხედრო თვალსაზრისით მცირე გაფართოება განხორციელდა საბერძნეთში, მაგრამ ეს ძალიან საჭიროა უკრაინაში თავდაცვის ძალისხმევის მხარდასაჭერად.
„ჩვენ არ ვანიჭებთ უპირატესობას ერთ მოკავშირეს მეორეზე. თურქეთმა და საბერძნეთმა გადაწყვიტეს, რომ ეგეოსი იქნებოდა მშვიდობის ზღვა. ეს ძალიან სასიამოვნოა. ამის თქმა შემიძლია დანამდვილებით. თურქეთი ჩვენი პარტნიორია. ჩვენ არ ვცდილობთ თურქეთის წინააღმდეგ გაფართოების ორგანიზებას. ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ხდება უკრაინაში და ყველაფერს ვაკეთებთ მის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ჯეფ ფლეიკმა.