“თურმე საჭირო და აუცილებელი ყოფილა იმ კანონის მიღება, რომელიც „ხალხის ძალამ“ გამჭვირვალობის კანონპროექტის სახით დავაინიცირეთ”

37
spot_img

თურმე საჭირო და აუცილებელი ყოფილა იმ კანონის მიღება, რომელიც ჩვენ – „ხალხის ძალამ“ დავაინიცირეთ გამჭვირვალობის კანონპროექტის სახით, რომელსაც ახლა ევროპარლამენტში იღებენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა თინა ხიდაშელის ორგანიზაციის დაფინანსების თემაზე საუბრისას განაცხადა.

„ის, რომ საქართველოს მოქალაქე არ უნდა იყოს დამოკიდებული ხიდაშელი-უსუფაშვილის გულწრფელობაზე და შევიდოდა და ნახავდა ეს ხიდაშელის „ენჯეო“ მართლა საიდან ფინანსდება – ეს იყო [ამ კანონპროექტის] იდეა. ახლა საზოგადოება უსმენს ხან უსუფაშვილს, რომელიც ამბობს, რომ ფინანსდება ტაივანიდან. ახლა გამოვიდა ხიდაშელი და ამბობს, რომ არ ფინანსდება, მერე ამბობს, რომ ტაივანიდან კი არა, ტაივანის მიერ დაფუძნებული ფონდიდან ვფინანსდები, რომელიც არ მეთვლებაო და ა.შ. „კუკუ დამალობანას“ თამაშობენ ხან ხიდაშელი და ხან უსუფაშვილი“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

თინა ხიდაშელის ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და ბოლო დღეებში მის დაფინანსებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ხიდაშელი ტაივანთან კავშირს ადასტურებს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ოფიციალური წყაროებიდან დაფინანსება არ მიუღია. ამ ფონზე კი ცნობილია, რომ ფონდი, რომელთანაც თინა ხიდაშელის ორგანიზაცია თანამშრომლობს, ტაივანის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის შექმნილი. ტაივანს კი, ოფიციალური ინფორმაციით, გაეროს წევრი სახელმწიფოების უმეტესობა არ აღიარებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 19 იანვარს განაცხადა, რომ თინა ხიდაშელი ცდილობს, ანტიჩინური განწყობები გააღვივოს.

„მისი ორგანიზაცია ტაივანიდან ფინანსდება, საინტერესოა, როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, როგორ ხედავს ტაივანს და აღიარებს თუ არა ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.