“თუკი პრეზიდენტი ქართველი ხალხის დადგენილ წესს განზრახ არღვევს, მას არაფრად მიაჩნია ქართველი ხალხი” – შალვა პაპუაშვილი

278
spot_img

თუკი პრეზიდენტი ქართველი ხალხის დაწესებულ წესს განზრახ არღვევს, მას არაფრად მიაჩნია ქართველი ხალხი და მათ მიერ დაწესებული წესი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ადამიანი, რომელიც არღვევს კანონსა და კონსტიტუციას, ცდილობს მოიძიოს კეთილშობილი მიზნები და მოტივაციები ამის გასამართლებლად. ასე რომ იყოს აწყობილი ქვეყანა და სამართალი, მაშინ ყველას გემოვნებაზე იქნებოდა მორგებული სამართლებრივი შეფასებები. კანონის უზენაესობა იმას ნიშნავს, რომ უზენაესია კანონი და არა ადამიანი, რომელიც თავისი წესით ცვლის ამ ქცევის წესებს.

ქართველმა ხალხმა, ჩვენ ყველას და მათ შორის საქართველოს პრეზიდენტსაც დაუწესა წესი და ამ წესის პირობით აირჩია ის პრეზიდენტად. ამ წესს, თავად სალომე ზურაბიშვილმა, როგორც პარლამენტის წევრმა 2017 წელს ხმა მისცა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.