თუ ქალბატონი სალომე იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, მივესალმებით – მიხეილ დაუშვილი

12
spot_img

ქალბატონი სალომე თუ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, მისასალმებელი ფაქტი იქნება – ჩვენგან მას აქვს სრული მხარდაჭერა იმ საქმეებში, რასაც ჩვენი ქვეყნის მომავლის უზრუნველყოფისთვის აკეთებს, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, პარტია “გახარია საქართველოსთვის” “ქართულ ქარტიაში” აღნიშნული რეფორმების გეგმას სრულად იზიარებს.

“მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, როდესაც მეკითხებით ქალბატონი სალომეს პრეზიდენტობასთან დაკავშირებით – ეს მისასალმებელი ფაქტი იქნება, მაგრამ ვისი კანდიდატი იქნება და ა.შ. ინფორმაცია არ მაქვს და ვერ გეტყვით.

ჩვეულებრივი არჩევნები ნამდვილად არ არის. ამ არჩევნებზე ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა მაინცდამაინც ტექნიკური გაერთიანება ყველასი ერთად, არამედ მნიშვნელოვანი არის სწორი, პრაგმატული მუშაობა, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ მივაღწიოთ არჩევნებში ორ რამეს – პირველი: დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ხმები და მეორე: ერთპიროვნული მმართველობა დავასრულოთ,” – განაცხადა დაუშვილმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა გუშინდელ შეხვედრაზე ახალგაზრდებს მიმართა: “თუ ვიქნები თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიქნები”.