„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიაში მიმდინარე ამბებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პარტიაში არსებული კონფიგურაცია, პირველ რიგში, „ქართული ოცნებისათვისაა“ მოსახერხებელი.
მისივე თქმით, თუ ოპოზიცია ვერ გადაიქცევა, ცუდი ხელისუფლების კარგ ალტერნატივად, ამით ხელისუფლება იხეირებს.
„ღირსებისა და სიმართლის განმარჯვება აზარალებს „ქართულ ოცნებას“, რომელიც სრულად არის დაცლილი ერთისგანაც და მეორისგანაც, უსამართლობასთან შეგუება კი აზარალებს ოპოზიციას, თუ „ოცნების“ მრუდე და მახინჯ სარკისებრ ანარეკლად იქცევი და ხალხთან ბმას დაკარგავ, თუ „ოცნების“ მართვაში იქნება აბასთუმანში ჩაკეტილი ივანიშვილი, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობაში“ იზოლირებული ივანიშვილი და კეზერაშვილი, დაზარალდება ოპოზიცია და ოპოზიციური ბრძოლა. თუ ოპოზიცია ვერ გადაიქცევა, ცუდი ხელისუფლების კარგ ალტერნატივად, იხეირებს ხელისუფლება, ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ თუ ვინმესთვისაა მოსახერხებელი „ნაციონალური მოძრაობის“ არსებული კონფიგურაცია, არის „ქართული ოცნებისათვის”, – აცხადებს მელია.