“თუ მშვიდობა გინდა, ემზადე ომისთვის” – ლუკაშენკო

35
spot_img

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ რესპუბლიკა ომისთვის ემზადება. „არავის დაუჯეროთ, რომ ომი გვინდა. ჩვენ ვემზადებით ომისთვის, ამაზე გულახდილად ვსაუბრობ. “თუ მშვიდობა გინდა, ემზადე ომისთვის,” – ძალიან სწორად არის ნათქვამი, “- ციტირებს მედია ლუკაშენკოს.

მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს შესაბამისი ქვედანაყოფების საჭირო მომზადება, ჯარებს სხვადასხვა ტიპის იარაღი და აღჭურვილობა მიეწოდება.

„თუ ვინმე იქიდან [არამეგობრული ქვეყნებიდან] ყვირის და გვაკრიტიკებს, იცოდეთ: ჩვენ სწორად ვიქცევით. თუ იქ ქებას დაგვიწყებენ, უბედურებაა“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისი მტკიცებით, ბელარუსი არავის ემუქრება.

„ჩვენ არ გვჭირდება ვინმეს დავემუქროთ. ჩვენ არ გვინდა სხვისი მიწა. ღმერთმა ქნას, ჩვენი დავამუშაოთ”, – განაცხადა ლუკაშენკომ.