“რაც უფრო ნაკლები ხატიას ტიპის ადამიანს დაიბრუნებს უკან განახლებული „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი იქნება მათთვის” – თაკო ჩარკვიანი

20
spot_img

რაც უფრო ნაკლები ხატიას ტიპის ადამიანს დაიბრუნებს უკან განახლებული „ნაციონალური მოძრაობა”, მით უკეთესი იქნება მათთვის, – ამის შესახებ „კანონის და სამართლის“ დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრუნდება.

როგორც ჩარკვიანი განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, დაიბრუნებს თუ არა დეკანოიძეს გუნდში.

„მათი საქმეა დაიბრუნებენ თუ არა, მაგრამ ჩემი პოზიციით, ჩემი დამოკიდებულებით, რაც უფრო ნაკლები პოლიციის აკადემიის ყოფილი უფროსი ეყოლება ამ ახალ გუნდს მით უკეთესია მათთვის. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, მართლაც ახალი გუნდია – ირაკლი ფავლენიშვილი, იგორ ნარმანია, თათია ნიკოლაშვილი, სოფო ჯაფარიძე, ლაშა ფარულავა, თვითონ ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე. რაც უფრო ნაკლები ეყოლებათ ხატიას ტიპის ადამიანი, მით უკეთესი. მას კი არაფერი დაუშავებია, ჩემთვის და ჩვენნაირებისთვის დაუშავებია ხმას რომ არ იღებდა და დღეს რომ გამოდის და ლაპარაკობს, რომ თურმე, დარღვევები იყო მაშინ. ამიტომ რაც უფრო ნაკლებ ტიპებს დაიბრუნებს უკან განახლებული “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ნამდვილად განახლებულია, მით უკეთესი იქნება მათთვის, მაგრამ დანარჩენი მათი საქმეა”, – განაცხადა ჩარკვიანმა.