“თუ მოვაგვარებთ რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებას, მაშინ უფრო მეტად შევძლებთ უკრაინის დახმარებას” – კაია კალასი

20
spot_img

ჩემი აზრით, ჩვენმა გადასახადის გადამხდელებმა არ უნდა გადაიხადონ ის ზარალი, რომელიც რუსეთს აგრესიული ქმედებების შედეგად უკრაინისთვის მოაქვს. თუ მოვაგვარებთ გაყინული აქტივების გამოყენებას, მაშინ უფრო მეტად შევძლებთ უკრაინის დახმარებას, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.

„მე ყოველთვის ვამბობ, რპ, თუ უკრაინა აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მაშინ უნდა გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება ბოსნია-ჰერცეგოვინას, ვფიქრობ, რომ ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა. რაც შეეხება რუსეთისთვის გაყინული აქტივების გამოყენებას უკრაინისთვის, ჩემი აზრით, ჩვენმა გადასახადის გადამხდელებმა არ უნდა გადაიხადონ ის ზარალი, რომელიც რუსეთს აგრესიული ქმედებების შედეგად უკრაინისთვის მოაქვს. თუ მოვაგვარებთ გაყინული აქტივების გამოყენებას, მაშინ უფრო მეტად შევძლებთ უკრაინის დახმარებას.

რუსეთის არჩევნებს მე ვერ დავარქმევდი არჩევნებს და ისიც მიკვირს, თავად რატომ უწოდებენ არჩევნებს. მათ სურთ, ძირი გამოუთხარონ ჩვენს დემოკრატიას. მე პრეზიდენტსაც ვერ ვუწოდებდი მას, ის არის ვლადიმირ პუტინი.

ჩვენ გვინდა დასრულდეს ომი, მაგრამ საკითხი ასე დგას: როგორ შევძლოთ ომის დასრულება. ომის დასრულება ძალიან მარტივი იქნება, თუ რუსეთი შეწყვეტს საომარ მოქმედებებს და დატოვებს უკრაინის ტერიტორიას. თუ რუსეთი მოიგებს ამ ომს, მაშინ ამას შედეგები ექნება ევროპული უსაფრთხოებისთვის. საქმე არ ეხება მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან. საქმე მთელ ნატოს ეხება და ეს გლობალური საკითხია“, – აღნიშნა კაია კალასმა.