რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის სახელმწიფო აქტივების შესახებ ჩეხეთის გადაწყვეტილების ფორმალიზების შემთხვევაში მოსკოვს რეაგირება ექნება.
„რაიმე კონკრეტული, ვთქვათ, არამეგობრული ნაბიჯების ფორმალიზების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პასუხი იქნება“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობამ რუსეთის სახელმწიფო ქონების გაყინვას მხარი დაუჭირა.