ირანი ისრაელს აფრთხილებს, რომ მის ტერიტორიაზე კიდევ უფრო დიდ თავდასხმას განახორციელებს, თუ ის თეირანის წუხანდელ იერიშს უპასუხებს.
„ჩვენი პასუხი გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე ღამის სამხედრო ქმედება, თუ ისრაელი სამაგიეროს გადაუხდის ირანს“, – განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა მოჰამედ ბაგერიმ.
მისივე თქმით, თეირანი აფრთხილებს ვაშინგტონს, რომ ისრაელის საპასუხო ქმედების მიმართ ნებისმიერი მხარდაჭერა გამოიწვევს იმას, რომ აშშ-ის სამხედრო ბაზები მათი სამიზნე გახდება.
შეგახსენებთ, ისლამური რევოლუციის გვარდიის მეთაურმა, ჰოსეინ სალამიმ ასევე განაცხადა, რომ ისრაელის მიერ მის ინტერესბზე, მოქალაქეებსა და მოქალაქეებზე თავდასხმის შემთხვევაში, თეირანი საპასუხო ქმედებას განახორციელებს.