თუ „აგენტების“ კანონპროექტი იქნება მიღებული, “ქართული ოცნება” მაღალ პოზიციას დაიკავებს კრემლის ჰიბრიდული გავლენის ინდექსში – ანდრიუს კუბილიუსი

25
spot_img

თუ „აგენტების” კანონპროექტი იქნება მიღებული – “ქართული ოცნება” კრემლის ჰიბრიდული გავლენის ინდექსში მაღალ პოზიციას დაიკავებს.

ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბიულიუსი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე წერს.

“თუ “კრემლინური აგენტები/ტესტი” მიღებული იქნება, საქართველოს მმართველი პარტია, “ქართული ოცნება” მაღალ პოზიციას დაიკავებს კრემლის ჰიბრიდული გავლენის ინდექსში – მხარს არ უჭერს უკრაინას, უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი წარადგინა, ანტი-LGBT კანონის შემოთავაზებით გამოვიდა, და საქართველოს ერთადერთი ოლიგარქით იმართება, რომელსაც კრემლთან კავშირები გააჩნია”, – წერს კუბილიუსი X-ზე.