“თქვენი „მუსტანგი“ ცეცხლოვანი კი არ არის, უბრალოდ დამწვარი ძველი მანქანაა”- ბექა დავითულიანი მამუკა ხაზარაძეს

16
spot_img

ბატონო მამუკა, თქვენი „მუსტანგი“ ცეცხლოვანი კი არ არის, უბრალოდ დამწვარი ძველი მანქანაა – ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი „ლელო“-ს ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ცეცხლოვანი „მუსტანგი“, რომელსაც მალე შეაკეთებს, ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს კორუფციას.

ბექა დავითულიანის თქმით, მამუკა ხაზარაძე აჭრილია თავის წარმოდგენებში.

„მამუკა ხაზარაძე საერთოდ აჭრილია თავის წარმოდგენებში. ბატონო მამუკა, თქვენი „მუსტანგი“ ცეცხლოვანი კი არ არის, უბრალოდ დამწვარი ძველი მანქანაა“, – აცხადებს ბექა დავითულიანი.