ვუყურე მორიგ „ექსკლუზიურ სკანდალს“ ნიკოს საზაფხულო არდადეგებზე თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, – ამ შინაარსის პოსტს ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე, ნუნუკა თამაზაშვილი აქვეყნებს.
„თქვენი ინფორმაციისთვის მოკლედ დავწერ:
ნიკომ წარჩინებით დაამთავრა პირველი წელი და დაახლოებით 3 კვირის წინ დაბრუნდა თბილისში ვინაიდან დაეწყო ზაფხულის არდადეგები, სულ ეს არის! ყველას ვუსურვებ შვილების ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს!“ – წერს თამაზაშვილი.