მაგარი იდეაა, ბატონო კახა კალაძე. თქვენ მე შთამაგონეთ, რომ საქართველოს მომავალ არჩევნებში, როგორც „მწვანეთა“ კანდიდატმა მონაწილეობა მივიღო, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის გამორიცხული ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი რომელიმე ოლქში 2024 წლის არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინოს.
„მოდით, ვიმუშაოთ ამ საკითხზე“, – წერს კრამონი და განმარტავს, რომ მისი პოსტი ხუმრობაა.
„ყველა ჩემ გამომწერს, ვისაც უყვარს ჩემი ნათქვამის არასწორად გაგება: ეს ხუმრობა იყო!“- წერს ევროპარლამენტარი.
ცნობისთვის, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ ვიოლა ფონ კრამონის შესახებ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, ხვალ-ზეგ თბილისში „მოლოტოვის კოქტეილით“ ვიხილოთ.
„არც იმას გამოვრიცხავ, ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი მაჟორიტარად წარმოგვიდგინოს 2024 წელს“, – აღნიშნა კალაძემ.