“დიდი ძალებით გვიტევენ ავდეევკაში, მაგრამ კვლავ უშედეგოდ” – ალექსი პეტრიაშვილი

98
spot_img

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“პრეზიდენტი ზელენსკი ჰააგაში ჩავიდა და სიტყვით გამოვიდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე! “ჩვენ ყველა ველოდებით აქ სხვა ვლადიმერს, რომელიც ყოველდღიურად ჩადის დანაშაულებს უკრაინელი ხალხის და კაცობრიობის წინაშე”! აგრეთვე აუცილებლად იქნება სპეციალური სასამართლო კონკრეტული რუსი დამნაშავეებისთვის;

ზელენსკი შეხვდა ნიდერლანდების და ბელგიის პრემიერ მინისტრებს; აგრეთვე დაათვალიერა ის პატრიოტები, ჰაუბიცები და ჯავშანმანქანები, რომელსაც ნიდერლანდები გადასცემს უკრაინას;

ნიდერლანდების პრემიერმა მარკ რუტემ ძალიან საგულისხმო განცხადება გააკეთა, რომ მას არ აქვს ტაბუ დადებული უკრაინისთვის დასავლური საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე;

მძიმე ტექნიკა მიემართება კვლავ უკრაინაში! შეიარაღების მიწოდებასა და ფრონტზე არსებულ მდგომარეობაზე დეტალური საუბარი ჰქონდათ გენერალ ზალუჟნის და გენერალ მილის.

ფრონტზე კი ვითარება ჯერჯერობით უცვლელია:

ხერსონი დაბომბეს გუშინ ნაძირალებმა; ზაპოროჟიეში თავდაცვაშია ურდო;

დიდი ძალებით გვიტევენ ავდეევკაში, მაგრამ კვლავ უშედეგოდ და დიდი ზარალით ურდოსთვის;

ავდეევკას ალყაში მოქცევის სურვილი კვლავ აქვს ურდოს, მაგრამ არ აძლევენ ჩვენები ამის საშუალებას;

ცხარე ბრძოლები გრძელდება კვლავ ბახმუტის დასავლეთ ნაწილში, აგრეთვე ჩრდილოეთით ხრომოვოს მიმართულებით და სამხრეთით ივანოვსკოეს მხარეს. სტრატეგიული ტრასების აღებას ვერ ახერხებს მტერი;
კრემინა-სვატოვო-კუპიანსკის მიმართულებებზე ვითარება უცვლელია;

ჩვენები ძალიან გონივრულად ანადგურებენ ურდოს ლოგისტიკას, განსაკუთრებით ლამასად ნავთის ავზები სევასტოპოლში, როსტოვსა და ბრიანსკში (აქ უკვე ყოველდღე);

ნუ მოსკოვი ხომ იწვის და იწვის! პარტიზანები შობიან, დრონები ჩადიან, ურდოს პროვოკაციებია თუ ყველაფერი ერთად, ფაქტია, რომ გიზგიზებს ისევ მასკოვიას ჭაობები!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია ჩამოინგრევა 2023-ში! საქართველო, გაიხარე 2023-ში!

დიდება უკრაინას!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.