თქვენ ეს შეძელით, გააგრძელეთ ბრძოლა-ჩინეთის საელჩო საქართველოს ნაკრებს

11
spot_img

ჩინეთის საელჩო საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან მატჩში გამარჯვებას და ისტორიულ შედეგს ულოცავს. ამის შესახებ ჩინეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

„გილოცავთ ისტორიულ მიღწევას. ერთი გოლი, ერთი ფრე და ერთი გამარჯვება, ჩინეთის ნაკრები ასევე ოცნებობდა ამაზე, როდესაც 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა, თუმცა… თქვენ ეს შეძელით! გააგრძელეთ ბრძოლა!“ – ნათქვამია ჩინეთის საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო დდა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც არანაკლები გამოცდა ელოდება – ჩვენი მეტოქე 30 ივნისს ესპანეთის ნაკრები იქნება. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.