თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ლარი თავის გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოსაა

236
spot_img

გასულ კვირაში, ლარის მცირედი გაუფასურება დაფიქსირდა. ამასთან, კვირის ბოლოს დინამიკა შეიცვალა და ლარმა გამყარება დაიწყო. თავისთავად, სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარის მიწოდების გარდა, ინტერვენციების საჯარო აუქციონის გზით ჩატარებას, ნეგატიური სენტიმენტების ერთგვარი საპირწონის დატვირთვაც ჰქონდა. მაშინ როდესაც, ტრადიციულად, სენტიმენტები ლარის კურსზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს, სავალუტო შემოდინებები ძლიერი რჩება და ეს აშშ დოლარის ჭარბი მიწოდების გაგრძელების არგუმენტია.

მნიშვნელოვანია, რომ გასულ ერთ წელიწადში ან მცირედით მეტ პერიოდში სებ-მა თითქმის 2 მილიარდი აშშ დოლარი შეისყიდა. სიმარტივისათვის, ეს ოდენობა შეგვიძლია ჭარბ მიწოდებად ჩავთვალოთ. ამდენად, ლარის კურსზე ნეგატიური ზეგავლენისათვის, სამომავლოდ ამ მხრივ მკვეთრი ცვლილებაა საჭირო, რაც თიბისი კაპიტალის მიერსაბაზო სცენარად არ განიხილება.

ამასთან, საყურადღებოა, რომ ლარის მიმდინარე საშუალო გაცვლითი კურსი თავის გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოსაა. აღნიშნული არა იმდენად გასულ კვირაში ლარის მცირედი გაუფასურების, რამდენადაც აგვისტოში, საქართველოს ძირითად სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყნებში მოსალოდნელზე საშუალოდ უფრო მაღალი ინფლაციის შედეგია. შესაბამისად, ლარის საშუალო კურსიდან გამომდინარე, თიბისი კაპიტალი ადრინდელ, გარკვეულწილად მაგრამ მაინც პესიმისტურ, მოლოდინს უფრო ნეიტრალურისაკენ ცვლის. უფრო მეტიც, ნავთობის საერთაშორისო ფასების ბოლოდროინდელი გაძვირება, რუსეთის მიერ ნავთობპროდუქტების ექსპორტის შეზღუდვასთან ერთად, ინფლაციაზე ზეგავლენიდან გამომდინარე, ლარისათვის ახლო მომავალში შედარებით პოზიტიური ფაქტორია. თიბისი კაპიტალის აზრით, არა იმ მასშტაბით, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილების ციკლი არსებითად შეიცვალოს, არამედ უფრო იმ კუთხით, რომ ინფლაცია სამიზნეს მოსალოდნელზე უფრო მალე დაუბრუნდება. ეს კი, თავის მხრივ, ლარის დამატებით გაუფასურების საწინააღმდეგო არგუმენტია.

მთლიანობაში, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალის აზრით, დღევანდელი გადასახედიდან, მომდევნო დაახლოებით 12 თვეში ჩვენი ადრინდელი, მცირედით, მაგრამ მაინც გაუფასურების საბაზო სცენარი, უფრო ნეიტრალურისაკენ იცვლება.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე.

R