თეთრ სახლში დააზუსტეს, რუსეთის რა ტერიტორიაზე შეუძლია უკრაინას ამერიკული შეიარაღების გამოყენება

15
spot_img

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ, ამერიკული შეიარაღებით დაარტყან ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილთან მოსაზღვრე რუსეთის რეგიონებს, თუ რუსული ჯარი იქიდან უკრაინის მიმართულებით იერიშებს ახორციელებს. ამის შესახებ მან უკრაინულ ტელეარხ ТСН-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს ეხება მთელ რეგიონს ჩრდილოეთში [რუსეთ-უკრაინის საზღვართან], საიდანაც რუსული ჯარი უკრაინის მიმართულებით იერიშებს ახორციელებს. აქამდე მათ იქიდან იერიშების წარმოება შედარებით უსაფრთხოდ შეეძლოთ, ახლა კი უკრაინულ ჯარს შეუძლია, გამოიყენოს ჩვენი საბრძოლო მასალა და შეიარაღება საპასუხო ცეცხლისთვის“, – განაცხადა კარპენტერმა.