თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსვერპლა

394
spot_img

ქუთაისის შემოვლით გზაზე, სოფელ ქვედა სიმონეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი  შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო  სამაშველო სამსახური და პოლიცია.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.