თელავის მუნიციპალიტეტში ხანძარია

200
spot_img

თელავის მუნიციპალიტეტში ხანძარია. ცეცხლი სოფელ ნაფარეულის მიმდებარედ ტყის ქვედა საფარს უკიდია.

ადგილობრივების თქმით, კვამლი რამდენიმე საათის წინ შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს.

რამ გამოიწვია აალება და რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი, ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების მობილიზება ხდება.