თელ ავივში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ისრაელში არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვეს.
ისრაელის მედიის ცნობით, დემონსტრანტები ჰაბიმას მოედანზე შეიკრიბნენ და მთავრობა გააკრიტიკეს. მათი ნაწილი ამბობს, რომ ისრაელის ხელისუფლება „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმის მომზადების შესახებ ინფორმირებული იყო და ამ ცნობების იგნორირებას ახდენდა.
მომიტინგეები პირადად პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდნენ.
დემონსტრანტების განცხადებით, ნეთანიაჰუ და მისი მთავრობა უნდა გადადგეს და ქვეყანაში არჩევნები დაინიშნოს.