თელ-ავივში, საპროტესტო აქციაზე, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დააკავეს, – ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.
დემონსტრანტები მძევლების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ.
პოლიციის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა აიალონის გზატკეცილზე კოცონი დაანთეს და გზატკეცილის სამხრეთით მოძრაობა შეზღუდეს, სწორედ ამას მოჰყვა მომიტინგეების ნაწილის დაკავება.