თბილისში მოსამართლეთა კონფერენცია მიმდინარეობს

12
spot_img

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენცია მიმდინარეობს.

კონფერენციაზე დღეს სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების განიხილავენ.

ასევე, აირჩევენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრს/წევრებს, ხმის დამთვლელ კომისიას, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრს/წევრებს; საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრს/წევრებს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს.

როგორც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ მედიასთან კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა, დღევანდელი კონფერენცია, ძირითადად, შეკრებილია საბჭოს წევრების ასარჩევად, თუმცა, ვინაიდან, “ვეტინგი” აქტიურად განიხილება, მისთვის საინტერესოა, რას ფიქრობენ მოსამართლეები.

“დღეს ჩვენი კონფერენცია ძირითადად შეკრებული არის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ავირჩიოთ, მაგრამ, ვინაიდან, სასამართლოს წინააღმდეგ ეს “ვეტინგი” მიდის საუბარი, ჩემთვისაც საინტერესოა, თუ რას ფიქრობენ მოსამართლეები”, – აღნიშნა ლევან მურუსიძემ.