თბილისში, ე.წ. აეროპორტის დასახლებაში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოკლულია ასაკოვანი მამაკაცი.
მკვლელობა ურთერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. თვითმხილველების ვერსიით, დანაშაულში ბრალდებული, სავარაუდოდ, მისი მეზობელია.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაკავებულია შუახნის კაცი, რომელსაც სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები აქვს.