თბილისში, 2023 წელს სტერილიზაცია/კასტრაცია 6529 მიუსაფარ ძაღლსა და კატას ჩაუტარდა – „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“

26
spot_img

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ ინფორმაციით, თბილისში, 2023 წელს სტერილიზაცია/კასტრაცია, ჯამში, 6529 მიუსაფარ ძაღლსა და კატას ჩაუტარდა. ევთანაზია, ე.წ. ცხოველის დაძინების პროცედურა 361 ცხოველის შემთხვევაში გამოიყენეს, ხოლო ბუნებრივი სიკვდილით 1976 ცხოველი მოკვდა.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, სააგენტოს მიერ, 2023 წლის განმავლობაში, ჯამში, 11 299 მიუსაფარი ძაღლი და კატაა თავშესაფარში შეყვანილი.

ამასთან, სააგენტოში როგორც წერილობით, ასევე ცხელი ხაზის ნომერზე, ჯამში, ცხოველებსა და ქვეწარმავლებზე, გასული წლის განმავლობაში, 72 082 შეტყობინება შევიდა.