“თბილისის ღირსეულ მერზე და დიდ ფეხბურთელზე სანამ ვინმე ენას დაისველებს, კარგად დაფიქრდეს კახის რა აქვს გაკეთებული და თვითონ რას აკეთებს”

23
spot_img

ისე კახი კალაძეზე თბილისის ღირსეულ მერზე და დიდ ფეხბურთელზე სანამ ვინმე ენას დაისველებს, კარგად დაფიქრდეს კახის რა აქვს გაკეთებული და თვითონ რას აკეთებს, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

აღნიშნულით ექსპერტი გამოეხმაურა ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამის შესახებ კახა კალაძის განცხადებაზე ოპოზიციონერების რეაქციას.

„ისე კახი კალაძეზე – თბილისის ღირსეულ მერზე და დიდ ფეხბურთელზე სანამ ვინმე ენას დაისველებს, კარგად დაფიქრდეს კახის რა აქვს გაკეთებული და თვითონ რას აკეთებს (თუ აკეთებს საერთოდ!). რაც შეეხება აღშფოთებას „ნაცებს“ რატომ გვეძახითო, რას იზამთ ეს თქვენი ნება და არჩევანია. ისე, საინტერესო დრო კი დაუდგათ „ნაცებს“ – „ნაცობის“ რცხვენიათ!” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.