თავს კარგად გრძნობს და ჩვენ ამით მხოლოდ მოხარულები ვართ -რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე

54
spot_img

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს.

კითხვაზე, აპირებენ თუ არა, უახლოეს პერიოდში მის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას, ბრეგაძე პასუხობს, რომ ეს გადაწყვეტილება ექიმების რეკომენდაციის შემდეგ იქნება მიღებული.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პერსონალური ინფორმაციაა, თუმცა, გეტყვით, რომ თავს კარგად გრძნობს და ჩვენ ამით მხოლოდ მოხარულები ვართ.

გადაყვანაზე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ექიმებთან კონსულტაციის შედეგად იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული”,- განაცხადა ბრეგაძემ.