„თავისუფლების მარშის” მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ

25
spot_img

„თავისუფლების მარშის” მონაწილეები პარლამენტთან მივიდნენ. ადგილზე გაჟღერდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.

ასევე, მარშის მონაწილეებმა დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხეს.

“თავისუფლების მარში” რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო. მარშის სლოგანია: “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”, “ჩვენ ვირჩევთ ევროპას”, “საქართველო არასდროს იქნება რუსეთი!”, “ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი!“.

მარშზე მისულ მოქალაქეებს თან აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ასევე, 9 აპრილის ნიშნად მონაწილეებს გვირილები და ტიტები დაურიგეს.