თავდაცვის მინისტრები და ნატო-ს გენერლები თანხმდებიან, რომ ვლადიმერ პუტინი მზად იქნება ნატო-სა და ევროკავშირთან დაპირისპირებისთვის 6-8 წელიწადში – ანდრიუს კუბილიუსი 

12
spot_img

ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა გაზარდოს თავისი თავდაცვა, რადგან რუსეთი შეიძლება მზად იყოს დაპირისპირებისთვის 6-8 წელიწადში, – ამის შესახებ Reuters-თან ინტერვიუში ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომელიც თავდაცვის საკითხებში ევროკომისრის პოსტზეა წარდგენილი.

„თავდაცვის მინისტრები და ნატო-ს გენერლები თანხმდებიან, რომ ვლადიმერ პუტინი მზად იქნება ნატო-სა და ევროკავშირთან დაპირისპირებისთვის 6-8 წელიწადში. თუ ამ შეფასებებს სერიოზულად მივუდგებით, მაშინ დროა სათანადოდ მოვემზადოთ. დრო ცოტაა და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ სწრაფი და ამბიციური გადაწყვეტილებები”, – განაცხადა კუბილიუსმა.

კუბილიუსის თქმით, მისი, როგორც ევროკომისრის პირველი სამუშაო იქნება შეისწავლოს რა რესურსები სჭირდება ევროკავშირს სამხედრო გამოწვევისთვის მზადყოფნისთვის და რომ ამ კვლევას თანამდებობაზე ყოფნის პირველ 100 დღეს დაუთმობს.

კუბილიუსის განმარტებით, მოხარული იქნება, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად 500 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განხორციელდეს.