“დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ გლდანში, გუშინ მომხდარ ძალადობასა და ოპოზიციონერებზე თავდასხმაში სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ:
”ეს არ იყო წახალისება ეს იყო ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილი სპეცოპერაცია, სადაც ყველას ჰქონდა თავისი როლი. ზარნაძემ შეამზადა ფონი, სუს-ს ჰქონდა როლი რომ ადევნებოდა ამ ხალხს და ყველაზე მოწყვლად პერიოდში დასხმოდნენ ხალხს. სპორტსმენებს, რომლებიც იქ მონაწილეობდნენ – ჩვენ ყველას ვიკვლევთ. იქ სპორტსმენებიც იყვნენ ჩვენი ინფორმაციით და აბსოლუტურად ყველაზე გვექნება ინფორმაცია” – ამბობს ხოშტარია “მთავარი არხის” ეთერში საუბრისას.